logo_geo
eng_logo
კოსოვოს საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტია ლიდერობს
- +

15 თებერვალი. 2021. 11:11

 

კოსოვოს საპარლამენტო არჩევნებში პარტია „თვითგამორკვევა“ ლიდერობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ექსპრემიერ ალბინ კურტის პარტიას ხმა ამომრჩეველთა 47,8%-მა მისცა. მმართველმა დემოკრატიულმა პარტიამ კი ხმათა 13,7% მიიღო.

 

საკანონმდებლო ორგანოში მანდატების მოსაპოვებლად წელს 28 პოლიტიკური პარტია იბრძოდა. გამარჯვებული პარტიის ლიდერი მოსახლეობას კორუფციასთან შეურიგებელ ბრძოლას ჰპირდება.

 

ალბინ კურტი არც იმას მალავს, რომ სერბეთთან დიალოგის მომხრე არ არის. კურტი, რომელიც გასულ წელს, ხუთი თვის განმავლობაში იკავებდა პრემიერმინისტრის თანამდებობას, აცხადებს, რომ სერბეთთან დიალოგისას კომპრომისი არ უნდა არსებობდეს.

 

„სერბეთთან დიალოგი არ არის ჩვენს პრიორიტეტებს შორის. ბელგრადში ვერ მოვუსმენ მოთქმასა და ყვირილს იმის შესახებ, თუ როგორ დაკარგა სერბეთმა კოსოვო“, - განაცხადა ალბინ კურტმა ერთ-ერთ სატელევიზიო მიმართვაში.

 

სერბეთმა კოსოვოზე კონტროლი 1999 წელს დაკარგა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner