logo_geo
eng_logo
გოგი თოფაძე: მე საბოდიშო არაფერი მაქვს!
- +

4 მარტი. 2016. 00:17



პარტია „მრეწველების" ლიდერის გოგი თოფაძის განცხადებით საქართველოს პრემიერ- მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება, რომელიც „რესპუბლიკელებსა" და „მრეწველებს" შორის არსებული დაპირისპირების შესახებ გავრცელდა, საკმაოდ მოზომილი და მართებულია.


როგორც თოფაძემ გადაცემაში „მაესტროს ფაქტორი" აღნიშნა, გიორგი კვირიკაშვილმა განცხადებაში სწორი აქცენტები გააკეთა.


„როგორც ყოველთვის ჩვენი პრემიერი ყველა თავის სიტყვას უფრთხილდება და მიმაჩნია, რომ მან ძალიან ობიექტური განცხადება გააკეთა. მინიშნება გააკეთა რაღაც ხარვეზებზე, რომელიც იყო ამ პერიოდში."- განაცხადა თოფაძემ და საგარეჯოს არჩევნების შესახებ კიდევ ერთახელ ისაუბრა: 


„მე ვთქვი, რომ გარკვეულ დოკუმენტებში, რომელსაც მე გავეცანი აშკარად იყო საარჩევნო კანონის დარღვევები. ვინ როგორ გაიგო არ ვიცი.  იმდენად გათავხედდა ზოგიერთი, რომ ჩემს გამო ბოდიშებს იხდიდნენ. მე საბოდიშო არაფერი მაქვს, ჩემი აზრი გამოვთქვი და ახლა რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციამ აღძრა პროკურატურაში საქმე. დავაცადოთ, დასრულდეს ეს პროცესი. პროკურატურაში ისეთი კვალიფიციური პირები არიან, რომ დარწმუნებული ვარ ობიექტურ დასკვნას დადებენ."- განაცხადა გოგი თოფაძემ. 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner