logo_geo
eng_logo
გიორგი ახვლედიანი: პრეზიდენტმა უნდა გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და ვეტო დაადოს
- +

8 ივლისი. 2016. 14:21



„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრმა გიორგი ახვლედიანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე საარჩევნო კოდექსში საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა. ცვლილებები გულისხმობს,  რომ ყველა პარტიას, რომელსაც აქვს დაფინანსება, მიეცეს უფასო სარეკლამო დრო. პარლამენტმა აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს გაუგზავნა ხელისმოსაწერად. ახვლედიანი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს.

 

„პრეზიდენტთან არაერთხელ გვქონდა შეხვედრა. მარგველაშვილი გამოკვეთილ ნეგატიურ პოზიციას აფიქსირებს არსებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით და ჰქონდა მცდელობა, მესამე მოსმენამდე არ მისულიყო აღნიშნული პროექტი. მან შესთავაზა პარლამენტს ისეთი ვარიანტის შემუშავება, რომელიც არ დააზარალებდა არავის და ყველას ექნებოდა სარეკლამო დრო, ისე, რომ არავისთვის იქნებოდა წართმეული, მაგრამ პარლამენტმა უარი განაცხადა. ახლა პრეზიდენტმა უნდა გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და ვეტო დაადოს. მარგველაშვილმა უარყოფითი დამოკიდებულება გააჟღერა, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ვეტოთიც აისახება",- განაცხადა ახვლედიანმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner