logo_geo
eng_logo
„ლევან ვარშალომიძემ სააკაშვილისგან სამხედრო დაჯგუფებების შექმნის დავალება მიიღო“
- +

8 ივლისი. 2016. 14:24



სამხედრო ექსპერტმა ტრისტან წითელაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ლევან ვარშალომიძე ბათუმში არეულობის შექმნას შეეცდება, შესაბამისად, ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე აღმოჩნდება.



მისი თქმით, მას შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" თავისი პოლიტიკური ლიდერების პარტიიდან გასვლით, რეიტინგი ვერ აიმაღლა, ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მეორე გეგმაზე გადავიდა, რომლის თანახმად, ლევან ვარშალომიძემ ბათუმში შეიარაღებული დაჯგუფებები უნდა შექმნას და საარჩევნოდ არეულობა მოაწყოს.



მაქვს ინფორმაცია, რომ ლევან ვარშალომიძემ სააკაშვილისგან მიიღო დავალება, რათა ბათუმში სამხედრო დაჯგუფებები შექმნას. ამავდროულად, უნდა აწარმოოს სხვა რეგიონებში ყოფილ ზონდერებთან მოლაპარაკებები და მოიყვანოს სრულ საბრძოლო მზადყოფნამდე.

 

3 დღის წი ვარშალომიძე 10-კაციან ჯგუფს შეხვდა და მათ მისცა დავალება, ყველა რეგიონში შექმნას შეიარაღებული დაჯგუფებები. ისინი დაიწყებენ ბათუმში არეულობას.

 

ამავდროულად სააკაშვილმა კალანდაძეს, გენშტაბის ყოფილ უფროსს, დაავალა მოამზადოს 25-კაციანი ჯგუფი უკრაინაში და გაიარონ წვრთნები, რათა გააძლიერონ ბათუმში შექმნილი ფორმირებები",- განაცხადა ტრისტან წიელაშვილმა.



სამხედრო ექსპერტი მოუწოდებს შესაბამის სამსახურებს, შს სამინისტროს და პრემიერს, კონტროლზე აიყვანონ ბათუმის მიმართულება და „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მოქმედებები, „რათა საფრთხეები თავიდან იყოს აცილებული".





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner