logo_geo
eng_logo
ბათუმში სტიქიის გამო ქალაქის მერიის ცხელი ხაზი მუშაობს
- +

8 ივლისი. 2016. 14:31



ბათუმში სტიქიასთან დაკავშირებით ქალაქის მერია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ბათუმში მოსული უხვი ნალექის გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობს შპს „ბათუმის წყალი".



უკვე განხორციელდა ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდა. ამჟამად არხები გახსნილია, ზღვაზე შტორმი არ არის და შეუფერხებლად ხდება წყლის მიღება. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ქუჩებში არსებული სანიაღვრე ჭების ცხაურების გაწმენდა. მიუხედავად ამისა, ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა შაფათავას, სულაბერიძის, სააკაძის, ტაბიძის, მაქაცარიას, სააკაძის, . ხიმშიაშვილის, ლერმონტოვის, ბაგრატიონის ქუჩების მცირე მონაკვეთები. თითოეულ შემთხვევაზე განხორციელდა სწრაფი რეაგირება, პრობლემურ მონაკვეთებზე მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის სამუშაოები", - ნათქვამია განცხადებაში.



ბათუმის მერია ცხელი ხაზის ნომერსაც აქვეყნებს, რომელზეც საჭიროების შემთხვევაში ქალაქის მცხოვრებლებს დაკავშირება შეეძლებათ. ცხელი ხაზის ნომრებია: 27 26 06; 24 22 22.



ბათუმში ძლიერი წვიმის გამო რამდენიმე უბანი დაიტბორა. ასევე, უხვმა ნალექმა მდინარეების ჩაქვისწყალის, ლეჩასა და ყოროლისწყალის ამღვრევა გამოიწვია, ამიტომ ქალაქის ნაწილს „ბათუმის წყალმა" სასმელი წყლის მიწოდება დროებით შეუზღუდა, კერძოდ ბათუმის შვიდ უბანს, ე.წ. „ძველი ქსელის" აბონენტებს, დაბა ჩაქვის, მახინჯაურის, განთიადის, თამარისა და ბარცხანის დასახლებაში, ასევე მაიაკოვსკის ქუჩაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ აბონენტებს. ძლიერი წვიმა ბათუმში დილიდან დაიწყო.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner