logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი ნიკა მელიაზე: არავის აქვს უფლება, კანონისა და სამართლის უზენაესობა ფეხქვეშ გათელოს
- +

15 თებერვალი. 2021. 16:31

 

სოზარ სუბარი ნიკა მელიას საქმეს ეხმაურება. უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ სამართლის უზენაესობის გათელვის უფლება არავის აქვს.

 

„არავის აქვს უფლება, ფეხქვეშ გათელოს კანონის და სამართლის უზენაესობა. არავის აქვს უფლება, რომ ქართული სახელმწიფოს საძირკვლების შერყევა სცადოს. მე პირადად მხარს დავუჭერ, რომ ამის უფლება არავის მივცეთ“, - განაცხადა სუბარმა.

 

„პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გირაოს გადახდას არ ვაპირებ“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია. პროკურატურამ პარლამენტს მის დასაპატიმრებლად შუამდგომლობაზე თანხმობა სთხოვა.

 

აღნიშნულ საკითხზე პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, 16 თებერვალს იმსჯელებს. საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა, ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნას.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner