logo_geo
eng_logo
„ოცნების ქალაქის“ მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
- +

15 თებერვალი. 2021. 17:31

 

 

„ოცნების ქალაქის“ მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია და პროექტი 2000-ზე მეტ ბავშვს შეუქმნის ცხოვრების ღირსეულ პირობებს.

 

„ზუსტად ერთი წლის წინ ჩვენ ბათუმში დავიწყეთ „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა. დღეს უკვე სამუშაოების 70%-ზე მეტი უკვე შესრულებულია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან სამუშაოების ხარისხის შემოწმება ყოველკვირეულად ხდება. ეს პროექტი 2000-ზე მეტ ბავშვს აუხდენს ოცნებას და მისცემს მათ ნორმალურ, ღირსეულ პირობებში ცხოვრების საშუალებას. პირველ ეტაპზე ჩვენ ვაშენებთ 580-ზე მეტ საცხოვრებელ ბინას და შემდეგი ეტაპისთვისაც, სრულად მოვახდენთ იმდენი ბინის მშენებლობას, რამდენიც საჭირო იქნება აქ მცხოვრები მოსახლეობის დაკმაყოფილებისთვის. მიუხედავად პანდემიისა და სხვა გამოწვევებისა, ეს პროექტი აუცილებლად იქნება ბოლომდე მიყვანილი ისე, რომ არც ერთი უსახლკარო ოჯახი არ დაგვრჩეს ყურადღების და ღირსეული საცხოვრისის გარეშე. მიმდინარეობს მუშაობა კრიტერიუმებთან დაკავშირებით აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით. ძალიან მალე შევჯერდებით კრიტერიუმებზე,  რომელიც სამართლიანობის და ობიექტურობის ნაწილში არც ერთ კითხვას არ დატოვებს უპასუხოდ“, - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

 

მშენებლობა პანდემიის პერიოდში, შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე გამოცხადებულია ტენდერი გაზმომარაგების და შიდა წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამშენებლო სამუშაოებზე. მიმდინარეობს სამი 12 სართულიანი საცხოვრებელი სახლის  მშენებლობა და პირველ ეტაპზე მოეწყობა 582 ბინა.

 

2021 წლის ბიუჯეტში აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის 30 მლნ. ლარია გათვალისწინებული. ე. წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების მშენებლობა გადაჭრის უმწვავეს სოციალურ პრობლემას იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქ სიცოცხლისთვის შეუსაბამო პირობებში უწევდათ ცხოვრება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner