logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: უკრაინელი პარტნიორები კარგად აცნობიერებენ, რომ არ შეიძლება, ერთი უპასუხისმგებლო ადამიანის განცხადებების შედეგად, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა მძევლად იყოს აყვანილი
- +

15 თებერვალი. 2021. 18:42

 

 

„ჩვენი უკრაინელი პარტნიორები კარგად აცნობიერებენ, რომ არ შეიძლება, ერთი უპასუხისმგებლო ადამიანის განცხადებების შედეგად, ორი ქვეყნის ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა მძევლად იყოს აყვანილი“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის განცხადების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს შეეხო.

 

„უკრაინა ჩვენი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. ამ უპასუხისმგებლო განცხადებების შედეგად, რომელიც არის საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეში დარღვევა, ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიგვეღო და ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს თავის სახელმწიფობრიობას, მიიღებდა იგივე გადაწყვეტილებას, რაც ჩვენ მივიღეთ ელჩის გამოწვევით.

 

მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თანდათან ვხედავთ, რომ ჩვენი უკრაინელი პარტნიორები კარგად აცნობიერებენ, რომ არ შეიძლება, ერთი უპასუხისმგებლო ადამიანის განცხადებების შედეგად, (ყოფილი პრეზიდენტის ბოლო განცხადება პირდაპირი მოწოდება იყო დაუმორჩილებლობისკენ) ორი ქვეყნის ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა მძევლად იყოს აყვანილი. მათი მხრიდან არის ნება, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს და ზუსტი აღმა აქვთ არსებული პრობლემის. ჩვენი მხრიდანაც არის ნება, რომ გადავდგათ შემხვედრი ნაბიჯები და ამის ერთ-ერთი გამოხატულება იქნება, თუ ჩვენ ელჩს დავაბრუნებთ და ჩვენი ურთიერთობები ნორმალურ კალაპოტში გადავა. ამიტომ, ჩვენ თანდათან გამოვდივართ ამ პროცესიდან“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

 

საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ დაუმორჩილებლობის აქციები დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები საქართველოსა და უკრაინას სტრატეგიული ურთიერთობების განვითარებაში არ ეხმარება. ამის შემდეგ სააკაშვილმა იგორ დოლგოვს კორუმპირებული უწოდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner