logo_geo
eng_logo
სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთსა და ევროკავშირს შორის განხეთქილება დიდი ხნის წინ დაიწყო
- +

15 თებერვალი. 2021. 18:43

 

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთსა და ევროკავშირს შორის განხეთქილება დიდი ხნის წინ დაიწყო, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამაში ბრიუსელს ადანაშაულებს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

 

ლავროვის თქმით, რუსეთი მზად არის ევროკავშირთან ურთიერთობის აღდგენით, იმ შემთხვევაში, თუ ბრიუსელი ამ ურთიერთობების დაზიანებას შეწყვეტს.

 

„ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ პრობლემები. როდესაც ეს რუსეთის ინტერესებში შედის, ჩვენ ვთანამშრომლობთ კლიმატური ცვლილებების კუთხით, მაგრამ სწორედ ეს ურთიერთობები გაანადგურა გამიზნულად ბრიუსელმა. არჩევანი ევროკავშირზეა. თუ გადაწყვეტს, რომ საჭიროა ურთიერთობების აღდგენა და მათი დაბრუნება ჩვენ ამისთვის მზად ვიქნებით“, – განაცხადა ლავროვმა.

 

ამასთან ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთი ევროპასთან ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების გაგრძელებას აპირებს.

 

„არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში ევროკავშირი და ევროპა. ჩვენ ევროპიდან არსად მივდივართ. ევროპაში ბევრი მეგობარი გვყავს. ჩვენ გავაგრძელებთ მათთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას“, – განაცხადა ლავროვმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner