logo_geo
eng_logo
ფონდი „ქართუ“ „Black Sea Arena“-ს სახელმწიფოს გადასცემს
- +

8 ივლისი. 2016. 14:35



ფონდი „ქართუ" შეკვეთილში მდებარე „Black Sea Arena"-ს სახელმწიფოს გადასცემს. საკონცერტო დარბაზი 8700-მდე სტუმრის მიღებას შეძლებს. სივრცე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის სრულად ადაპტირებულია.


არენის ძირითად ნაწილს საკონცერტო სივრცე წარმოადგენს, რომელიც ორ დამოუკიდებელ შენობას აერთიანებს.


ამფითეატრის ტიპის ღია საკონცერტო დარბაზი ძვირად ღირებული ტექნიკით არის აღჭურვილი, მოძრავი სახურავი კი ამინდზეა მორგებული.


საკონცერტო დარბაზის მშენებლობა 2008-2009 წლებში ფონდ „ქართუს" ინიციატივით დაიწყო, მშენებლობაში ფონდმა 200 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner