logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: საეჭვოა, როდესაც ოპოზიციას გავრილოვი დასჭირდება, სასწრაფოდ ნახულობენ ერთმანეთს
- +

15 თებერვალი. 2021. 21:05

 

 

„ახლა რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, როგორმე მელიას შესაძლო დაპატიმრება ისევ და ისევ გავრილოვის საქმეს დაუკავშირონ. არადა აქ კანონის დარღვევასთან გვაქვს საქმე“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ლევან ნიკოლეიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ძალიან საეჭვოა, როდესაც ოპოზიციას გავრილოვი დასჭირდება, სასწრაფოდ ნახულობენ ერთმანეთს.

 

„გავრილოვმა ჯერ მოაწყო პროვოკაცია და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა, რაც საბაბი გახდა თითქოს ოპოზიციური სპექტრის გააქტიურებისა და გარკვეული გამოსვლების, მაგრამ აქ ჩვენ ის მომენტი არ უნდა დაგვავიწყდეს, ოპოზიციას უკვე მომზადებული ჰყავდა თავიანთი ხალხი როგორც პარლამენტის შიგნით, ასევე გარეთაც, გამზადებული ჰქონდათ შესაბამისი პლაკატები მანამდე, სანამ გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დაჯდებოდა, ანუ პროვოკაცია ორკესტრირებული იყო.

 

ოდნავ დაფიქრება სჭირდება ადამიანს, რომ მიხვდეს რა პროვოკაციასთან გვაქვს საქმე. გავრილოვისა და ამ შემთხვევაში რადიკალური ოპოზიციის ქმედებები რომ აბსოლუტურად ემთხვევა და როცა სჭირდებათ ისინი მას იხმობენ საქართველოში გარკვეული პროვოკაციების მოსახდენად, ეს უკვე უტყუარი ფაქტია“, - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner