„სპორტში არსებობს სპარინგ-პარტნიორი, რომელიც გიწევს წინააღმდეგობას, რომ შენ შემდეგ შეძლო სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო, ზუსტად ასეთი სპარინგ-პარტნიორი არის გავრილოვი დღეს ნაც-ოპოზიციისთვის, ნაც-ოპოზიცია, რომელიც პირდაპირ რუსულ ნარატივს ანვითარებს საქართველოში“, - ამის შესახებ „ახალგაზრდული ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ზურაბ ქადაგიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„მიხეილ სააკაშვილს პირდაპირ აქვს გამოცხადებული ომი საქართველოს საზოგადოებასთან. მათ ვერ შეძლეს საერთაშორისო პარტნიორების დარწმუნება, რომ არჩევნები გაყალბდა, ვერ შეძლეს მუხტის აწევა საქართველოში, რაც გამოიწვევდა რევოლუციურ წიაღსვლებს და ახლა დარჩათ ერთი, მათთვის სპარინგ-პარტნიორის არის ზუსტად გავრილოვი, რომელმაც გააკეთა განცხადება და სინქრონში აყოლილია ყველა“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.