logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: საქართველოში სპარინგ-პარტნიორი გავრილოვია “ნაც-ოპოზიციისთვის”, რომელიც საქართველოში რუსულ ნარატივს ანვითარებს
- +

15 თებერვალი. 2021. 21:49

 

„სპორტში არსებობს სპარინგ-პარტნიორი, რომელიც გიწევს წინააღმდეგობას, რომ შენ შემდეგ შეძლო სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო, ზუსტად ასეთი სპარინგ-პარტნიორი არის გავრილოვი დღეს ნაც-ოპოზიციისთვის, ნაც-ოპოზიცია, რომელიც პირდაპირ რუსულ ნარატივს ანვითარებს საქართველოში“, - ამის შესახებ „ახალგაზრდული ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ზურაბ ქადაგიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„მიხეილ სააკაშვილს პირდაპირ აქვს გამოცხადებული ომი საქართველოს საზოგადოებასთან. მათ ვერ შეძლეს საერთაშორისო პარტნიორების დარწმუნება, რომ არჩევნები გაყალბდა, ვერ შეძლეს მუხტის აწევა საქართველოში, რაც გამოიწვევდა რევოლუციურ წიაღსვლებს და ახლა დარჩათ ერთი, მათთვის სპარინგ-პარტნიორის არის ზუსტად გავრილოვი, რომელმაც გააკეთა განცხადება და სინქრონში აყოლილია ყველა“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner