logo_geo
eng_logo
იაგო ხვიჩია: გასაცოდავებული იყო რამდენიმე ადამიანი, რომ მიშას იქით გზა არ აქვთ
- +

15 თებერვალი. 2021. 23:18

 

 

„მიხეილ სააკაშვილის ამოცანაა, ოპოზიცია ცრუ დაპირებებით მოხიბლოს და გვერდით დაიყენოს“, - განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“, რითაც დღეს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრა შეაფასა.

 

„უნდა გენახათ, როგორი გასაცოდავებული იყო რამდენიმე ადამიანი საკუთარი ბედისგან, რომ მიშას იქით გზა არ აქვთ, შემეცოდნენ. წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანია, ვისაც მიშა არ უყვარს, ყველაფერი რომ ურჩევნია მიშასთან ურთიერთობას, მაგრამ სხვა გზა არ აქვს. 5%-იანი ბარიერი, რომელიც არის 2024 წელს, პატარა პარტიებს ხომ ყველანაირ შანსს უკარგავს. შესაბამისად, ახლა მიშას ამოცანაა, რომ ოპოზიცია, დიდიან-პატარიანად რაღაცნაირად ცრუ დაპირებით მოხიბლოს, მის გვერდით დაიყენოს. ახალი „ძალა ერთობაშია“ იყო „მოხოდილი“ დღეს „ლეიბორისტების“ ოფისში. ჩვენ „ძალა ერთობაშია“ ნამდვილად არ გვინდა.

 

დღეს იქ რომ ვისხედით, ყველასთვის გასაგები იყო, რომ ისინი მიხეილ სააკაშვილის თამაშს თამაშობენ. გვეთანხმებოდნენ, მაგრამ „სხვა გზა არ გვაქვს“ თემა იყო. მაგრამ სხვა გზა რომ არ აქვს, იმ ხალხთან ყოფნას ეს ვარჩიეთ. გვეცოდებიან ეს ადამიანები. მე რომ ეგ მიწევდეს - ვიცოდე, რომ სხვა გზა არ მაქვს და მიხეილ სააკაშვილთან მიწევს კოალიციაში ყოფნა, როგორია? თან „ევროპული საქართველოსთვის“ როგორია ეს ამბავი, წარმოიდგინეთ. ამდენი აგინეს მიხეილ სააკაშვილს“,- განაცხადა ხვიჩიამ.

 

მისიგვე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი „ევროპულ საქართველოს“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შესარწყმელად ამზადებს.

 

„პარტია დაუშალა კიევიდან კაცმა. დაიბარა ორი ლიდერი, ჩამოვიდნენ და მესამე გადააყენეს. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შესარწყმელად ამზადებს ამ მეორე პარტიას, „ევროპულ საქართველოს“, უბრალოდ, ბოკერია ბოლომდე ცდილობს, სასოწარკვეთით დაიცვას თავისი პარტია.

 

სინამდვილეში მიხეილ სააკაშვილი ძალიან პრიმიტიულად თამაშობს. ამიტომაც სულ უგებენ „ქოცები“ ნებისმიერ არჩევნებს. მოვიდა ბიძინა ივანიშვილი, ესენი ცხენზე ისხდნენ და ჩამოსვა ერთ წელიწადში, პრიმიტიულ მოთამაშეს ასე ემართება“,- განაცხადა ხვიჩიამ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner