logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე: სოფელ კალოთას ახალი სკოლა ძალიან მალე ექნება
- +

15 თებერვალი. 2021. 23:33

 

 

„მეხანძრე-მაშველები ახლაც განაგრძობენ ხანძრის ლიკვიდაციას. დაიწვა საჯარო სკოლა სოფელ კალოთაში. საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, - ამის შესახებ აჭარის მთავრობს მეთაურმა განაცხადა.

 

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, სკოლაში 14 მოსწავლე სწავლობდა.

 

„გაიცა შესაბამისი დავალება, რომ უახლოეს დღეებში მოხდეს პროექტირება და ძალიან მალე ამ სოფელს ექნება ახალი სკოლა. მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროცესში არ გვქონდეს შეფერხება. განათლების სამინისტრო და რესურს-ცენტრი ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ მოსწავლეებს არ შეექმნათ შეფერხება უწყვეტი განათლების კუთხით“, - აღნიშნა რიჟვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner