logo_geo
eng_logo
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ოჯახის წევრის დაჭრის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს
- +

16 თებერვალი. 2021. 01:04

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, 2003 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს.

 

დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 15 თებერვალს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 1978 წელს დაბადებულ დედას ცივი იარაღით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. დაშავებულ ქალი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

 

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

 

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლის მესამე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner