logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: სააკაშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას როგორც კი უჭირთ ეგრევე გავრილოვის მხარდაჭერა მოდის საგავრილოვეთიდან
- +

16 თებერვალი. 2021. 01:38

 

 

„ამ ვითარებაში მთავარი გავრილოვი არის მიხეილ სააკაშვილი, საქართველოშიც და უკრაინაშიც. ის ორ ქვეყანაში გავრილოვის როლშია და ცდილობს როგორმე არიოს ქვეყანა“, - ეს განცხადება P0STV-ის ეთერში კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გააკეთა.

 

„მთელი დასავლური სამყარო მოუწოდებს ოპოზიციას, თუ მართლები ხართ, მზად ვართ ამაში მხარი დაგიჭიროთ, შედით პარლამენტში, იქაა დებატების ადგილი. იქაა კანონიერი ადგილი სადაც შეიძლება გაირკვეს მტყუან-მართალი. შექმენით კომისია, გამოიძიეთ ფაქტები“, - განაცხადა ხაინდრავამ.

 

ხაინდრავას განცხადებით, ერთად-ერთი ქვეყანა, რომელსაც საქართველოსა და უკრაინაში არეულობა სჭირდება ეს გავრილოვია.

 

 „კიდევ ერთი გავრილოვია მიხეილ სააკაშვილი, ხოლო მეორე გაერთიანებული ოპოზიცია. რაც მოხდა ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ როგორც კი უჭირთ ეგრევე გავრილოვის მხარდაჭერა მოდის საგავრილოვეთიდან. იმათ უნდათ აქ არევა. სრული ფიასკოს ფონზე, რაც რუსეთმა განიცადა მსოფლიო ასპარეზზე, იქამდე მივიდა საქმე რომ ევროკავშირთან ურთიერთობა გაწყვიტოს. აშშ-შიც აღარ მალავენ, რომ რაც კი მსოფლიოში ცუდი ხდება რუსეთიდან მოდის. ამ ფონზე ერთად-ერთი ქვეყანა აქეთ გავრილოვია და ეს ხალხი, რომელიც მის გარშემოა შეკრებილი „შალვას ფანჩატურში“ და უკრაინაში, ხოლო მეორე მხარეს დემოკრატიული მსოფლიო, რომელიც ეუბნებათ, რომ ქვეყანას ნუ გადაჩეხავთ და თუ თქვენ მართლა ემსახურებით სიმართლესა და დემოკრატიას მაშინ კეთილი ინებეთ და მიღებული ფორმით გააგრძელეთ ბრძოლა“, - აღნიშნა ხაინდრავამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner