ავტორი მარიამ პაიჭაძე
ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე „რეპორტიორთან" საუბარში „ნაციონალური მოძრაობის მიერ დიდგორზე დაგეგმილ პარტიულ ყროლობაზე საუბრობს. გიორხელიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი კვლავ თამაშობს ქართულ ღირსებებზე და როგორც ჩანს, ის ვერანაირ გამოცდილებას ვერ იყენებს.
„ეს „ნაციონალური მოძრაობაა" და არ შეიძლება აქ რამე სხვა კითხვა არსებობდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ვერანაირ გამოცდილებას ვერ იყენებენ. მათმა ლიდერმა თქვა, ჭკუა ვისწავლეთო. არანაირად არ უსწავლიათ ჭკუა. ისევ ისეთივე დემაგოგიაა, კვლავ თამაშობს ეროვნულ ღირსებებზე, თითქოსდა ეს ღირსებები მათ არ გათელეს მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, როცა ხელისუფლებაში იყვნენ", - განაცხადა დემურ გიორხელიძემ.