logo_geo
eng_logo
დავით ნოზაძე: 2021 წელს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სოფლის პროგრამის ფარგლებში 4 848 000 ლარი დაიხარჯება
- +

16 თებერვალი. 2021. 10:17

 

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2021 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში  საერთო კრებები იმართება. სოფელ ანანურში და ციხისძირში გამართულ სოფლის კრებას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

 

შეხვედრის დროს მოსახლეობამ ხმათა  უმრავლესობით  მიიღო გადაწყვეტილება თუ რა პროექტებს განახორციელებენ მიმდინარე წელს  იმ ბიუჯეტით, რომელიც კონკრეტულად ამ ორი სოფლისთვის არის გამოყოფილი.

 

„აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია რეგიონისთვის და თითოეული სოფლის მცხოვრებლისთვის. გარდა იმისა, რომ მოქალაქეები ხმათა უმრავლესობით  თავად წყვეტენ, თუ რა უნდა გაკეთდეს სოფელში, იქმნება დამატებითი სამუშაო ადგილებიც, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება უმნიშვნელოვანესია, 2021 წელს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სოფლის პროგრამის ფარგლებში 4 848 000 ლარი დაიხარჯება“, - განაცხადა დავით ნოზაძემ.

 

მსგავსი სახის შეხვედრები უკვე გაიმართა რეგიონის თითქმის ყველა სოფელში. მიმდინარე წელს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სოფლის პროგრამის ფარგლებში 4 848 000 ლარი დაიხარჯება, აქედან დუშეთის მუნიციპალიტეტისთვის 2 812 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან არის გამოყოფილი. რაც შეეხება სოფელ ანანურს, სადაც 2017 წლის აღწერით 336 ადამიანი ცხოვრობს, დაიხარჯება 12 ათასი ლარი, ხოლო ციხისძირში (271 ადამიანი) - 12 ათასი ლარი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner