logo_geo
eng_logo
ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს
- +

16 თებერვალი. 2021. 10:28

 

 

„გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი B1525 აღმოაჩინეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

 

ახალი ვარიანტის შესახებ საუბარია ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევაში. მათი თქმით, B1525-ის გამოვლენა, გენომის თანმიმდევრობის გზით, 10 ქვეყანაში, მათ შორის დანიაში, აშშ-სა და ავსტრალიაში, მოხდა. გაერთიანებულ სამეფოში კი ამ დროისთვის 32 შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

მეცნიერები აცხადებენ, რომ აღნიშნული ვარიანტი შეიცავს არაერთ ისეთ მუტაციას, რომელიც მეცნიერების შეშფოთებას იწვევს, მათ შორის E484K მუტაციას სპაიკის ცილაზე, რომელიც ვირუსს უჯრედებში შეღწევაში ეხმარება.

 

აღსანიშნავია, რომ E484K მუტაცია კორონავირუსის ე.წ. სამხრეთაფრიკულ და ბრაზილიურ ვარიანტებშია აღმოჩენილი და ფიქრობენ, რომ მისი საშუალებით ვირუსს უკეთ შეუძლია თავიდან აიცილოს სხეულის მიერ წარმოქმნილი გამანეიტრალებელი ანტისხეულები.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner