მარტვილში, მდინარე აბაშისწყალში მოზარდის ცხედარი იპოვეს. 17 წლის ბიჭის ცხედარი მდინარიდან რამდენიმე წუთის წინ ამოიყვანეს.
ამ დრომდე გრძელდება საქართველოს წყალქვეშ ყვინთვის ნაციონალური ფედერაციის უფროსის ელგუჯა ჯამრიშვილის სამძებრო სამუშაოები, რომელიც წყალში მოზარდის მოსაძებნად შევიდა.
სამძებრო სამუშაოებში 40-მდე მაშველი და მყვინთავი მონაწილეობს. მაშველები ადგილზე თბილისიდან და ბათუმიდან ჩავიდნენ.