logo_geo
eng_logo
ამირან გულუაშვილი: კანონის დაცვა არის ყველა ადამიანის ვალდებულება, მიუხედავად მათი პარტიული მდგომარეობისა, პარტიის თავმჯდომარეობისა თუ პარლამენტის წევრობისა
- +

16 თებერვალი. 2021. 11:49

 

 

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არც გამოძიების ეტაპზე, არც საქმის სასამართლოში განხილვის რომელიმე ეტაპზე, ნიკანორ მელიას ან მისი ინტერესების დამცველი რომელიმე ადვოკატის მხრიდან რაიმე სახის შენიშვნა, პრეტენზია ან ნეგატიური პოზიცია მათი უფლებების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით არ დამდგარა“, - ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე მსჯელობენ.

 

ამასთანავე, პროკურორის განცხადებით, სასამართლოს განჩინებების დაცვა ყველა ადამიანის ვალდებულებაა მიუხედავად მათი პარტიული მდგომარეობისა და თანამდებობისა. მისი თქმით, მაღალი თანამდებობა და საპარლამენტო იმუნიტეტი არ არის და ვერც იქნება ინდულგენცია დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში.

 

„სასამართლომ პროცესუალური ვალდებულებიდან გამომდინარე, არაერთხელ დასვა ეს შეკითხვა, შესაბამისი პროცედურების გავლის დროს: „ხომ არ მიიჩნევთ, რომ თქვენ მიმართ რაიმე უკანონო ქმედებას ჰქონდა ადგილი“,- არც ერთ შემთხვევაში კონკრეტული პოზიცია არ წარმოდგენილა თუ, ბუნებრივია, იმას არ მიიჩნევთ სამართლებრივ სივრცეში გასათვალისწინებელი უფლებების დარღვევად, რომ მათ თავიანთი დამოკიდებულება აქვთ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით და ამას გარკვეულ კონტექსტში განიხილავენ, როგორც პოლიტიკურ პროცესებს. ეს მათი სამართლებრივი უფლებაა, როგორ ინტერპრეტირებას მისცემენ მათ მიმართ წარდგენილ ბრალდებას. მიუხედავად ამ ინტერპრეტირებისა, კანონისა და სასამართლოს განჩინებების დაცვა არის ყველა ადამიანის ვალდებულება, მიუხედავად მათი პარტიული მდგომარეობისა, პარტიის თავმჯდომარეობისა თუ პარლამენტის წევრობისა. არ შეიძლება ადამიანების მიმართ მართლმსაჯულება იყოს განსხვავებული იმისდა მიხედვით, ვის რა თანამდებობა უკავია და არასდროს არავის მაღალი თანამდებობა და საპარლამენტო იმუნიტეტი არ არის და ვერც იქნება ინდულგენცია დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით. ყველა ადამიანმა უნდა აგოს კანონის დაცვით პასუხი იმ ქმედებისათვის, რაც მათ ჩაიდინეს. თუ ეს იქნება დანაშაულებრივი ქმედება, პასუხისმგებლობაც იქნება შესაბამისად სისხლისსამართლებრივი“, - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner