logo_geo
eng_logo
ბარაქ ობამა: რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ საფრთხეს უქმნის მშვიდობას ევროპაში
- +

8 ივლისი. 2016. 15:45



აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამა განცხადებით, საჭიროა NATO-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, უკრაინისთვის მხარდაჭერის გაზრდის გზით.



რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ საფრთხეს უქმნის ერთობას, თავისუფლებასა და მშვიდობას ევროპაში.

ვარშავის სამიტის ამოცანაა, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მისწრაფება და ჩვენი ვალდებულება, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წესდების ხუთე მუხლს ეფუძნება და NATO- ყველა წევრის დაცვას გულისხმობს", - აღნიშნავს ობამა.



მისი მოსაზრებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა შენარჩუნდეს.



მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნები კვლავ შეეცდებიან, რუსეთთან უფრო კონსტრუქციული ურთიერთობა ჰქონდეთ, უნდა დავეთანხმოთ იმას, რომ ანტირუსული სანქციები ძალაში იქამდე უნდა დარჩეს, სანამ მოსკოვი, მინსკის შეთანხმებების თანახმად, ყველა ვალდებულებას არ შეასრულებს", - აცხადებს აშშ-ს პრეზიდენტი.



მისივე თქმით, ტერორისტული საფრთხეები NATO-ს ქვეყნებში, მიგრაციული კრიზისი და დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმი კითხვის ქვეშ აყენებს ევროპული ინტეგრაციის მომავალს. ამ პრობლემების მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ ერთობის შენარჩუნებით.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner