logo_geo
eng_logo
ბათუმში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
- +

16 თებერვალი. 2021. 14:20

 

 

ბათუმში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს:

 

 2021 წელს სარეაბილიტაციო ქუჩების საერთო ფართობი 330 675 კვ.მ-ს შეადგენს.

 

 რეაბილიტაციის ფარგლებში, იგება ასფალტ-ბეტონის საფარი, ეწყობა სანიაღვრე ჭები და მილები, ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები. მიმდინარეობს წყლისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია.

 

 რეაბილიტირებულ ქუჩებზე აქტიურად ხორციელდება გამწვანების სამუშაოები. წელს ბათუმში 1 მილიონი ყვავილი და 3 ათასი ხე-მცენარე დაირგვება.

 

 2020 წელს 54 ქუჩისა და შესახვევის რეაბილიტაცია დასრულდა.

 

 2018 წლიდან განახლდა მუნიციპალური ავტოპარკი. ბათუმს 40 დიზელზე მომუშავე და 8 ელექტროავტობუსი შეემატა. ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც ელექტროავტობუსები მოძრაობენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner