დათოს, „ისტორიის რიგით ჯარისკაცს“, ძირითად შეფასებებში ვეთანხმები.
„რეჟისორის“ მიზანი მიღწეულია:
თემა გაცოცხლდა.
გაზაფხული კარზეა - „მავანთა“ ნერვიული აშლილობა პიკს მიაღწევს (ფსიქიატრიაში ცნობილია) და მიტინგები და შეტაკებები აწი ნახეთ. ცოტა ადრე დათბა და ხომ ხედავთ, უკვე დაიწყო...
ჩირგვებიდან გამოსული გოგაშვილი სცენაზეა და აშანტაჟებს, ზოგადად, „ოცნებას“ და კონკრეტულად-ივანიშვილს. სხვა პირველ პირებს პერსონალურად ვერა, რამეთუ უშუალო შეხება არ აქვთ „საქმესთან“.
მორწმუნე კვირიკაშვილს ისევ შეასხა ტალახი. დაიმსახურა უტვინო და ნაჩქარევი პანიკური განცხადებისთვის (ამაზე მაშინვე ვწერდი). ეს სხვებსაც ეხებათ...
პროკურატურა (შოთაძე და კომპანია) გააფრთხილა, არ შემეხოთ თორემო... კიდევ დავხატავ დეტალებში თქვენ არაკომპეტენტურობას და უფრო მეტსო..
ერთადერთში რაშიც ვეთანხმები ის არის, რომ პროკურორი შოთაძე არის ბრიყვი და უცოდინარი. გაიხსენეთ მისი მაშინდელი „ციანიდური“ სამარცხვინო განცხადება, „ხორავას ქუჩის“ საქმე, ახლანდელი - ისე წაიყვანა გამოძიება რომ ისევ გახლიჩა საზოგადოება და მთავარი „გმირებს“ კარტოგრაფების საქმისა საჯარო შეხვედრებზე ოვაციებით ხვდებიან... ნებისმიერ დალაგებულ ქვეყანას არევს მსგავსი ტიპი, რომელიც ვიღაცის ხუშტურით არის მოხვედრილი ასეთ უმაღლეს თანამდებობაზე. ყოველთვის უნდაგვახსოვდეს: ყეყეჩი პარიზშიაც ყეყეჩია, აფრიკაშიც და იმერეთის სოფელ ჩხარშიც.
ისე, ყველზე დიდი ნაგავი ინტელექტუალურად და ზნეობრივად არის თავად გოგაშვილი.
გაასაჯოროვოს „ოცნებამ“ ამ თანამდებობაზე დასანიშნად რეკომენდატორი ვინ ყავდა? მე კი ვხვდები, მაგრამ ქვეყანამაც უნდა იცოდეს რომელი „გენიოსი“ ტენიდა ადრე და ქაჩავს დღესაც მსგავს ახვართ.
და თუ ეს სპექტაკლია, ჩამფიქრებელი ნამეტნავად უნიჭოა, ხოლო შემსრულებელი... თავად ხომ დარწმუნდით თუ რა პრიმიტივია.
ისე, ნოდარ მელაძე ხომ არ დაგვენიშნა პროკურორად?
მასალის სანახავად გადადით ლინკზე:
https://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=147543