ავტორი მარიამ პაიჭაძე
საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მისიის" დამფუძნებლმა გია კორკოტაშვილმა „რეპორტიორთან" საუბარში „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დიდგორზე ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სააკაშვილს იმდენი სიბინძურე აქვს გაკეთებული, დიდგორზე არც უნდა იოცნებოს.
„დიდგორზე ყრილობის გამართვას რაც შეეხება, ეს სიმბოლიკები ყოველთვის ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს. საქართველოსთვის დიდგორი სულ სხვა კუთხეა და სააკაშვილი კი სულ სხვა ადამიანია. დიდგორზე მაგან არც უნდა იოცნებოს, იმდენი სიბინძურე აქვს საქართველოში გაკეთებული", - განაცხადა გია კორკოტაშვილმა.