logo_geo
eng_logo
გიგა ბუკია: ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველოს NATO-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ექნება!
- +

8 ივლისი. 2016. 16:09



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიგა ბუკიამ „რეპორტიორთან" საუბრისას განაცხადა, რომ ვარშავის სამიტი საქართველოსთვის როგორც სამხედრო თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკის კუთხით წარმატებული იქნება.


„ჯონ კერის ვიზიტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გატარებული რეფორმების წარმატებულობას და, რომ საქართველო NATO-ს სტრუქტურას  უფრო უნდა დაუახლოვდეს.

ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველოს NATO-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ექნება.

სამიტის შემდეგ საქართველო სამხედრო კუთხით გაძლიერდება და სახელმწიფოებრივი ინტერესი უფრო დაცული იქნება. ასევე მას მოჰყვება ეკონომიკური განვითარება",- განაცხადა ბუკიამ.   


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner