logo_geo
eng_logo
კუნძულ ტექსელზე, ფაშისტების წინააღმდეგ აჯანყების მონაწილე გრიგოლ ბაინდურაშვილს 101 წელი შეუსრულდა
- +

16 თებერვალი. 2021. 17:07

 

 

 

დიდი სამამულო ომის ვეტერანს, კასპელ გრიგოლ (გრიშა) ბაინდურაშვილს  101 წელი შეუსრულდა. იგი ჰოლანდიაში კუნძულ ტექსელზე, გერმანელთა წინააღმდეგ ქართველთა ბატალიონის აჯანყების ერთადერთი მონაწილეა, რომელიც ცოცხალი გადარჩა.

 

ომმა გრიგოლ ბაინდურაშვილს სავალდებულო სამხედრო სამსახურში ლიტვაში,  ქალაქ პლუმბერდში - პოლონეთის საზღვარზე მოუსწრო.

 

1943 წლის ივნისში პოლონეთში ტყვედ ჩავარდნილი ქართველებისგან  822-ე რთული ბატალიონი ჩამოყალიბდა, რომელსაც „ვერმახტის ქართულ ლეგიონს“ უწოდებდნენ... 1945 წლის თებერვალში გერმანელმა სარდლობამ ბატალიონი ტექსელზე განათავსა, რომელშიც 800-მდე ქართველი და 400-მდე გერმანელი იყო. მათ იქ ორი უმძიმესი წელი იცხოვრეს. აპრილში ბატალიონი აჯანყდა, რომელსაც ქართველი მფრინავი შალვა ლოლაძე ხელმძღვანელობდა და მრავალი ქართველის სიცოცხლე შეიწირა.

 

101 წლის ვეტერანი კასპში ოჯახთან ერთად ცხოვრობს.  ის ხშირად იხსენებს ომის   ეპიზოდებს, ტექსელის აჯანყებას და გარდაცვლილ თანამებრძოლებს.

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს გრიგოლ ბაინდურაშვილს დაბადების დღეს, უსურვებს ჯანმრთელობას, მხნეობას და დღეგრძელობას.

 

  

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner