logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: დღეს ერთადერთი პრეტენზიაა, რატომ მოიქცა პროკურატურა ჰუმანურად და არ დაუმძიმა ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება გირაოს პირობების დარღვევისთანავე
- +

16 თებერვალი. 2021. 17:59

 

 

 

 

 

„დღეს ერთადერთი სამართლებრივი პრეტენზიაა, პროკურატურამ ნიკა მელიას რატომ არ დაუმძიმა გირაოს პირობების დარღვევისთანავე პატიმრობით აღკვეთის ღონისძიება“, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ერთადერთი არგუმენტი, რომელიც არის წარმოდგენილი ოპოზიციის მხრიდან, რატომ დაამძიმა გირაოთი გირაო, ესეც წმინდა სამართლებრივი საკითხია.

 

„სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ამას არ გამორიცხავს და დღეს ერთადერთი სამართლებრივი პრეტენზიაა, რატომ არ დაუმძიმა გირაოს პირობების დარღვევისთანავე პატიმრობით პროკურატურამ მელიას აღკვეთის ღონისძიება. ეს მისაღები პრეტენზიაა. ერთადერთი, რაზეც შეიძლება იდავონ, ჰუმანურად რატომ მოექცა, ლმობიერად რატომ მოექცა პროკურატურა მელიას, იმწუთასვე რატომ არ დაიჭირა და რატომ არ შემოვიდა პარლამენტში შუამდგომლობით, ეს არის ერთადერთი სამართლებრივი არგუმენტი და დღეს სამართლებრივი არგუმენტი ოპოზიციის ხელში არის ის, რომ იმწუთასვე არ დაიჭირეს და არ დაუდგინეს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება. ამაზე შეიძლება ვიკამათოთ, რატომ მოექცა პროკურატურა ჰუმანურად. ამ ჰუმანური მიდგომის მიუხედავად, მაინც რომ დაარღვია, კანონიდან საერთოდ გავიდა და საჯარო განცხადება გააკეთა ამასთან დაკავშირებით, აქაც არ უნდა დაუმძიმდეს აღკვეთის ღონისძიება, ამის არგუმენტად ვერ გამოდგება. არ უნდა დაგვავიწყდეს, როდესაც ის მურუსიძის სასამართლოს ეძახის, იმ სასამართლომ მას უკვე დადასტურებულად ჩადენილი დანაშაულისთვის, „ქართუ“ ბანკის გაკოტრებაზე მაქვს საუბარი, ყველაზე რბილი, მინიმუმზე დასული სასჯელი შეუფარდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მისივე თქმით, ნიკა მელია არის სისხლის სამართლის დამნაშავე „ქართუ“ ბანკის გაკოტრების საქმეზე, იქაც ყველაზე ლმობიერი მიდგომა ჰქონდა სასამართლოს მის მიმართ, შემდეგ ასევე ჰუმანური მიდგომა ჰქონდა ყველაფერზე პროკურატურას.

 

„ახლა ერთადერთ სამართლებრივ პრეტენზიას უყენებენ პროკურატურას, მაშინვე რატომ არ დაიჭირეთ? ამაზე შეიძლება, ვიკამათოთ, მაგრამ დღეს, როდესაც, მიუხედავად ამისა, მეორედ აქვს დარღვეული, საჯაროდ აცხადებს კანონის ჩარჩოებიდან გასვლის შესახებ. სახელმწიფოებრიობას საფრთხე რომ არ შეექმნას, იმისთვის, რომ პასუხი გავცეთ ყველა დანარჩენ ადამიანს, რომელიც როგორც კი დაარღვევს აღკვეთის ღონისძიებას, იმ წუთასვე უცვლიან უფრო მკაცრი ფორმით. პრობაციონერები, რომლებიც არღვევენ შესაბამის პირობებს, შემდეგ ციხეში აღმოჩნდებიან, რატომ აღმოჩნდნენ ისინი ციხეში და რატომ არ უნდა აღმოჩნდეს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების ქვეშ ნიკანორ მელია, მხოლოდ იმიტომ რომ დეპუტატია, ეს არგუმენტი არ ვარგა“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner