logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი: ნიკა მელიამ გადაწყვიტა საბოტაჟი მართლმსაჯულების სისტემის წინააღმდეგ და უნდა მიიღოს პასუხი, რასაც სამართალი მოითხოვს
- +

16 თებერვალი. 2021. 18:03

 

 

 

 

„ჩვენი გადაწყვეტილება მოტივირებული მართლმსაჯულების ინტერესებით, ნიკა მელიას გადაწყვეტილება გირაოს არგადახდის შესახებ მოტივირებულია ვიწროპოლიტიკური ინტერესებით“, - ამის შესახებ ბექა დავითულიანმა განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მართლმსაჯულების სისტემის წინააღმდეგ საბოტაჟს ახორციელებს.

 

„პოლიტიკური მდგენელი არის ნიკა მელიას მხრიდან. ჩვენი მხრიდან ამას რომ პოლიტიკური მდგენელი ჰქონოდა, ან აქამდე მოვუხსნიდით (იმუნიტეტს), ან სხვა რამეს ვიზამდით. ახლა ჩვენ რომ ნიკა მელიას დაკავება ვიწროპარტიული და პოლიტიკური თვალსაზრისით არაფერში გვჭირდება, მე მგონი ორჯერ ორი ოთხია. ნიკა მელიამ გადაწყვიტა საბოტაჟი მართლმსაჯულების სისტემის წინააღმდეგ და სახელმწიფოსგან უნდა მიიღოს ის პასუხი, რასაც სამართალი და მართლმსაჯულება მოითხოვს“, - მიიჩნევს დავითულიანი.

 

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner