NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო არის ალიანსში გაწევრიანების მსურველი ქვეყანა და ალიანსი მასთან მჭიდრო თანამშრომლობას განაგრძობს.
„ეს სამიტი აჩვენებს იმას, რომ ალიანსის კარი ღია რჩება. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსა და უკრაინასთან, როგორც მჭიდრო პარტნიორებთან. რაც შეეხება საქართველოს, ის არის აპლიკანტი სახელმწიფო. ჩვენ ვმუშაობთ მასთან და მხარს ვუჭერთ მის ძალისხმევას, მოახდინოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზება, გაატაროს რეფორმები და დაუახლოვდეს NATO-ს სტანდარტებს.
ბოლო სამიტზე, ჩვენ მივიღეთ არსებითი პაკეტი და ვმუშაობთ ამ პაკეტის შესრულებაზე. ჩვენ გავგზავნეთ მრჩევლები და გავხსენით ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი საქართველოში. ეს არის ძლიერი სიგნალი იმისა, როგორ ვავითარებთ თანამშრომლობას და როგორ ვუჭერთ მხარს საქართველოს", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.