logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: საქართველოს წევრობა დღის წესრიგში რჩება
- +

8 ივლისი. 2016. 16:26



NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ვარშავაში, სამიტის ფარგლებში, ექსპერტების ფორუმის დროს განაცხადა, რომ საქართველოს წევრობა დღის წესრიგში რჩება.



ეს სამიტი არის ნათელი მაგალითი, რომ NATO- კარი ღიაა. საქართველო აპლიკანტი ქვეყანაა. მივესალმებით პროგრესს, რომელსაც საქართველო აღწევს. NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი ამ პროგრესის ნათელი დასტურია. ჩვენ საქართველოსთან თავსებადობის ამაღლებისა და NATO- სტანდარტებთან დაახლოებისთვის ვთანამშრომლობთ. საქართველოში ვაგრძელებთ თავდაცვის ტრანსფორმაციის მხარდაჭერას. საქართველოს წევრობა დღის წესრიგში რჩება. ჩვენ საქართველოს გარე ზეწოლის დაძლევაში დავეხმარებით. კიდევ უფრო გავაძლიერებთ საქართველოსთან პარტნიორობას.

NATO არ ეძებს დაპირისპირებებს. ჩვენ არ გვჭირდება ახალი ცივი ომი. მაგრამ, ამასთან ერთად, ჩვენ უნდა შეგვეძლოს ახალ, რთულ უსაფრთხოების გარემოში ჩვენი მოკავშირეების დაცვა. ჩვენი მეზობლების სტაბილურობა ჩვენი უსაფრთხოებაა", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner