logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ოპოზიციამ ვერ გაითავისა, რომ ხალხი მათ დაძახებულზე არ გამოდის
- +

16 თებერვალი. 2021. 19:25

 

„ოპოზიციამ ვერ გაითავისა, რომ ხალხი მათ დაძახებულზე არ გამოდის“, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

 

„ბოლო რამდენიმე კვირაში, არაერთი განცხადება მოვისმინეთ არა მხოლოდ ჯაფარიძისგან თუ გიორგი ვაშაძისგან, არამედ სხვებისგანაც, რომ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი, წამყვანი პოლიტიკურ პარტიებს ვინც უწოდებენ საკუთარ თავს, რომ ისინი არ აპირებდნენ პარლამენტში შესვლას და მათთვის დიალოგი იყო მცდელობა, რომ უცხოელებთან სახე შეენარჩუნებინათ. მათ საერთოდ არ აინტერესებდათ, როგორ დასრულდებოდა ეს მოლაპარაკებები. მათი მთავარი სურვილი სიტუციის ადუღება იყო. ყველას გვახსოვს თაკო ჩარკვიანის განწირული ყვირილი, თუ როგორ უნდა ხალხის ქუჩაში გასვლა. ამას ამბობდნენ სხვებიც. მათ ექნებათ კიდევ ერთი მცდელობა, რომ ნიკა მელიას საკითხი ვითარების დასაძაბად გამოიყენონ. როცა ეს არ გამოუვათ, დაელოდებიან, შემდეგი მსგავსი მომენტი როდის ჩაუვარდებათ ხელში. ოპოზიციამ ვერ გაითავისა, რომ ხალხი მათ დაძახებულზე არ გამოდის“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner