„გავრილოვთან კავშირი აქვთ და როგორც კი დასჭირდებათ, სასწრაფოდ მას იყენებენ“, - ამის შესახებ ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.
„რადიკალური ოპოზიცია და გავრილოვი ორკესტრირებულად მოქმედებდნენ. მათ გავრილოვი კიდევ ერთხელ დასჭირდათ. მოიხმეს, დაუკავშირდნენ. თავისთავად ცხადია, საინტერესო მომენტია ის, რომ გავრილოვთან კავშირი აქვთ და როგორც კი დასჭირდებათ, სასწრაფოდ მას იყენებენ იმისათვის, რომ თავისი მიზნები განახორციელონ“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.