„ერთ მხარეს ჩვენ გვყავს კრიმინალი, სხვადასხვა საქმეზე ბრალდებული ნიკა მელია და მეორე მხარეს გვყავს იგივე ნიკა მელია, რომელსაც მოსახლეობის 27%-მა მისცა ხმა. მან თქვა, რომ პარლამენტში შესასვლელად კი არ მისცეს მანდატი, არამედ ქვეყანა უნდა აურიოს და გადაატრიალოს. ანუ, მან მოიპარა, იქურდა ეს ხმები და ქურდის ადგილი არის ციხეში. შესაბამისად, მას მოუწევს იქ წასვლა და კანონის წინაშე პასუხისგება“, - ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა, გურამ ნიკოლაშვილმა გადაცემა ,,იმედის ფაქტორში“ განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში საზოგადოება ორი პარალელური რეალობის შექმნის მცდელობას ხედავს.
„ერთ-ერთი ასეთი 8-წლიანი მითი იყო, თითქოს, ქვეყანას მართავდა ადამიანი, რომელსაც ფულის მეტი არანაირი ღირსება არ გააჩნდა. დღეს ისინი ამბობენ, რომ აი, ბიძინა ივანიშვილი, რომ წავიდა, აბა ახლა ვნახოთ, რას იზამს ეს გუნდი, რადგან მელიას დაჭერა სხვას არავის შეუძლია, ს შეეძლო მხოლოდ მას. აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანს ჰქონდა ძალაუფლებაც, ნებაც, ის მართავდა ქვეყანას და ის მითი, რომ ის არავინ იყო, თავად უარყოფენ. ასე თვითუარყოფამდე მივლენ ყველა ისეთ თემაში, რაზეც საპირისპიროდ ამტკიცებდნენ.
ცხადია, ნიკა მელია, რომელიც ცდილობს თავისი თავი გმირად და წამებულად გამოიყვანოს, ეს არ გამოვა, რადგან ეს არის მისი თვითდაპატიმრება. მან გადაწყვიტა, გამოიწვიოს სისტემა და ყველაფერი სათავისოდ გააკეთოს“, - განაცხადა ნიკოლაშვილმა.
მისივე თქმით, სინამდვილეში ვითარება სხვაგვარადაა. „იმედის“ წამყვანმა აღნიშნა, რომ ნიკა მელიასთან სოციალურ ქსელში ჰქონდა ურთიერთობა, სადაც მელიამ მას უთხრა, რომ თუ მას ვერ დაიჭერდნენ, ნიკოლაშვილს გადაცემის წამყვანობაზე ეთქვა უარი.
„ვუთხარი, რომ მისაღებია ეს სანაძლეო, მხოლოდ თუ შენ დაგიჭერენ, შენ აღიარე, რომ არჩევნების გაყალბების შესახებ ტყუილია და დანარჩენებსაც მოუწოდე, შევიდნენ პარლამენტში.
ეს არის ის მოცემულობა, როდესაც მან გადაწყვიტა, რომ მოიპაროს საკუთარი ამომრჩევლის ხმები. ერთ მხარეს ჩვენ გვყავს კრიმინალი, სხვადასხვა საქმეზე ბრალდებული ნიკა მელია და მეორე მხარეს გვყავს იგივე ნიკა მელია, რომელსაც მოსახლეობის 27%-მა მისცა ხმა. მან თქვა, რომ პარლამენტში შესასვლელად კი არ მისცეს მანდატი, არამედ ქვეყანა უნდა აურიოს და გადაატრიალოს. ანუ, მან მოიპარა, იქურდა ეს ხმები და ქურდის ადგილი არის ციხეში. შესაბამისად, მას მოუწევს იქ წასვლა და კანონის წინაშე პასუხისგება.
ასევე, ცხადია, მოხდება გამოცდა იმ გუნდისა, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და აჩვენოს, რომ ეს არის სახელმწიფო“, - განაცხადა ნიკოლაშვილმა.
მისივე თქმით, თუ მელიას გმირობის ჩადენა სურს, შესაბამისად უნდა მოიქცეს.
„კი არ უნდა აიფაროს წინ ქალები, ბავშვები და გამაგრდეს, შეუძლია ჩაბარდეს“, - დასძინა ნიკოლაშვილმა.