logo_geo
eng_logo
თიკა რუხაძე: დღეს არ არის არეულობის დრო, საზოგადოებას ბევრად დიდი გამოწვევები აქვს
- +

17 თებერვალი. 2021. 00:49

 

 

„თუ მათ სურთ, რომ საქართველო საზოგადოებისა და ფასეულობებისგან დაცლილი ქვეყანა გახდეს, ამას ვერ მიაღწევენ“, - ამის შესახებ თიკა რუხაძემ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“, ოპოზიციის მხრიდან ღირებულებებზე განხორციელებულ შეტევებზე საუბრისას განაცხადა. ეროვნული სასახლის დირექტორის თქმით, ქართული საზოგადოება განათლებაზე, ისტორიაზე, კულტურაზე და მომავლის ფიქრზე უნდა იყოს დაფუძნებული.

 

„დღეს არ არის არც არეულობის და არც არაფერი მსგავსის დრო. დღეს საზოგადოებას ბევრად დიდი გამოწვევები აქვს. მართლა თუ გვინდა, რომ ევროპული ოჯახის წევრები ვიყოთ, ეს უნდა იყოს განათლებაზე, ტრადიციებზე, ისტორიაზე, კულტურაზე და მომავლის ფიქრზე დაფუძნებული საზოგადოება. ვფიქრობ, ეს ასეც იქნება“, - განცხადა რუხაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner