logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: გავრილოვი თუ აწუხებდათ, მაშინ ნიკა მელია 30 000 ლარს გირაოს არ გადაიხდიდა და ხელზე იმ სამაჯურს არ შეიბამდა
- +

17 თებერვალი. 2021. 00:50

 

 

„გავრილოვი თუ აწუხებდათ ამასთან დაკავშირებით, მაშინ ნიკა მელია 30 000 ლარს გირაოს არ გადაიხდიდა და ხელზე იმ სამაჯურს არ შეიბამდა, არ მისცემდა არავის ამის უფლებას. თუ ეს მისი და „ნაცმოძრაობის“ მორალისთვის მიუღებელი იყო, მანამდე გააპროტესტებდა“, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში მამუკა მდინარაძემ განაცხადა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, მელია ცდილობს გმირის მანტია მოირგოს.

 

„თავისი ფეხით არ მივიდოდა და გირაოს არ გადაიხდიდა. მაშინ, ასე ვთქვათ, ივაჟკაცებდა. ახლა როგორც ცდილობს გმირის მანტია მოისხას და მაშინვე გააპროტესტებდა, რომ გავრილოვის საქმეზე მე არც ამ 30 000-ს გადავიხდი, არც ამ სამაჯურს გავიკეთებ და ასე შემდეგ. მაგრამ. ეს ყველაფერი როდის გააკეთა იცით, გაყალბებული არჩევნები რომ წამოვიდა მესიჯად“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner