logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ძირითადი პოლიტიკური ძალები ერთიან პოზიციას აფიქსირებენ NATO-სა და ევროკავშირზე
- +

8 ივლისი. 2016. 17:02


 

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძირითადი პოლიტიკური ძალები ერთიან პოზიციას აფიქსირებენ.



საქართველოს დელეგაციის წარდგენა ვარშავაში, NATO-ს სამიტზე ქართული პოლიტიკური ძალების ერთობლივი დეკლარაციით, სესიაშვილის თქმით, NATO-სთვის დამატებითი მოტივაციაა, როგორც სენატის რეზოლუცია.



მიუხედავად იმისა, რომ ჩვენსა და ზოგიერთ ოპოზიციურ ძალას შორის ფუნდამენტური განსხვავებაა პრინციპებში, მართვის სტილში, ვთვლით, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძირითადი პოლიტიკური ძალები ერთიან პოზიციას აფიქსირებენ ევროკავშირში, NATO-ში გაწევრიანებასთან მიმართებაში. ჩვენი მხრიდან, ეს გზავნილი არის კონსოლიდაციის მაჩვენებელი, რაც თავისთავად, NATO-სთვის არის დამატებითი მოტივაცია, რომ ის მხარდაჭერა, რაც არსებობს NATO- მხრიდან საქართველოს მიმართ, კიდევ უფრო გაძლიერდეს. სენატმა მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.



ცნობისათვის, აშშ-ის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც გამოხატავს სენატის მხარდაჭერას საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მიმართ.


 

სენატი აღიარებს საქართველოს საჯარისო ნაწილების წვლილს საერთაშორისო მისიებში, თავდაცვაზე გაწეულ მოცულობით ხარჯებსა და მის უწყვეტ მცდელობას, გააძლიეროს დემოკრატიული და სამხედრო ინსტიტუტები NATO-სთან გაწევრიანების მიზნით", - ნათქვამია აშშ-ის სენატის რეზოლუციაში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner