logo_geo
eng_logo
ვასილ მაღლაფერიძე: დღეს ტელევიზიებში აჩვენებენ ანტიევროპულ სერიალებს
- +

17 თებერვალი. 2021. 02:12

 

 

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, ქართული ტელევიზიები საქართველოს ევროპული გზის ფლაგმანი უნდა იყვნენ.

 

თუმცა, მისი შეფასებით, სერიალები, რომლებსაც დღეს ტელევიზიებში აჩვენებენ, არის ანტიევროპული და ხელს უწყობს დეკულტურიზაციასა და დეგრადაციას.

 

„ჩვენ ხომ ვამბობთ, რომ ევროპისკენ მივდივართ, ამისი ფლაგმანი ტელევიზიები ხომ უნდა იყვნენ? ქვა არ ვესროლოთ მარტო ერთ სერიალს. აბა, ვნახოთ, რა სერიალები გადის ჩვენს ტელევიზიაში მთლიანად, მათ შორის შემოტანილი. მე არ გეუბნებით ხარისხს და რეიტინგს, ეს არის ანტიევროპული, რომელიც ხელს უწყობს დეკულტურიზაციას, დეინტელექტუალიზაციას და დეგრადაციას.

 

სინამდვილეში, ამას ნორმალური საზოგადოებები ევროპაში არეგულირებენ, ჩვენთან ყველაფერი მოსულა. არ იქნებოდა სწორი, ვისაუბროთ მარტო ერთ სერიალზე. საერთო ფონში ჩაისახა, რომ ჩვენს მოსახლეობას შეიძლება მივაწოდოთ ყველაზე დაბალი ხარისხის ამბავი, არ მივაწოდოთ ამბავი ისტორიაზე, არც არაფერზე. მე შემიძლია, მაგალითები გაჩვენოთ და რომ მიჩვენებია ეს მაგალითები, ხალხს თმები ყალყზე დაუდგა, ნუთუ, ეს ჩვენს ტელევიზიაში გადისო. რამდენი არასამთავრობო ორგანიზაციაა საქართველოში, რომლებიც ქალთა უფლებებს იცავენ და ამ დროს, ჩვენს ტელევიზორებში გადის, როგორ ამოიღო ქალბატონმა კომპიუტერი, გარეცხა და გაფინა. ამაზე ერთად თუ არ ამოვიღეთ ხმა, შემდეგ ასეთ სიტუაციას მივიღებთ“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ გადაცემა „იმედის ფაქტორში“.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner