logo_geo
eng_logo
დეკანოზი ალექსანდრე: ტელევიზიებმა ნორმად აქციეს მეტყველების საშინელი, ბილწი ფორმა
- +

17 თებერვალი. 2021. 02:37

 

 

„ბილწსიტყვაობას, სიბილწეს, ცილისწამებასა და სიბინძურეს შეჩვევა ისეთ მდგომარეობაში ამყოფებს ადამიანს, რომ ზღვარს სცდება და ლეგიტიმაციას აძლევს სხვებს, რომ მას მიბაძონ. ყველაფერი მიბაძვითია ამ ქვეყანაში, სიკეთის თესვაც მიბაძვითი და გადამდებია. ბოროტება კიდევ უფრო მეტად აზიანებს ადამიანს. ცნობილია, რომ ერთ ვაშლს სხვა უამრავის დალპობა, ერთ წვეთ ძმარს კი ღვინის გაფუჭება შეუძლია“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ განაცხადა.

 

„ადამიანს აქვს რაღაც ზღვარი, ბარიერი, რომელსაც არ გადააბიჯებს. შეიძლება ადამიანი დაცემული იყოს და არ იყოს სიკეთის განსახიერება, მაგრამ რაღაც ადამიანი უნდა შეინარჩუნოს. ქვეადამიანად და ცხოველად არ უნდა იქცეს. ეს ძალიან კარგად აქვს აღწერილი ნოდარ დუმბაძეს, როცა შუბლის ძარღვზე წერს. თუ ეს ძარღვი გაზრდა, დასრულებულია. მგონი, უმრავლესობაში არ არიან ისინი, ვინც ამ ზღვარს გადააბიჯეს. უბრალოდ, ტელევიზიები, რომელთაც ნორმად აქციეს მეტყველების საშინელი, ბილწი ფორმა, კი არიან უმცირესობაში, მაგრამ მათი ტელევიზიების საშუალებით, ეს ყველაფერი მეტად ვრცელდება. ამ მეტყველების მსხვერპლნი გახდნენ არა მხოლოდ ახალგაზრდები და სხვები, არამედ - სასულიერო პირიც. ჩვენ ვნახეთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ჭყონდიდის კათედრის მიტროპოლიტი რა ლექსიკით საუბრობდა. იქამდე, ვნახეთ სასულიერო პირი ციანიდის საქმეზე, რისთვის ყოფილა ეკლესიაში და რა ფასეულობების მატარებელი. ტელევიზიებს აქვს მასაზე წვდომა. ტელეეთერი საშინელი იარაღია და ინტერნეტსივრცემ, მიუხედავად სარგებლისა, მოუწესრიგებელ, ჩამოუყალიბებელ საზოგადოებას უარესი შედეგი მოუტანა. რატომღაც, მეგონა, რომ განვვითარდით და რაღაც ფურცლები გადავშალეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფურცლის გადაშლის მიუხედავად, ხასიათი ისევ დაგვჩა. რამდენი ფურცელიც არ უნდა გადავშალოთ, იგივე კალიგრაფია გვაქვს. ქრისტე გეუბნება: შეიცვალე აზროვნება და განახლდი, თუ ჩემკენ სვლა გინდა. ნეტარი ავგუსტინე ამბობს, ერი ბრბოსგან განსხვავდება იმით, რომ მას სამართლიანობისა და ჭეშმარიტების განცდა აქვს. ამ ორი კომპონენტის გარეშე, ერი არ ხარ. გვეგონა, რომ რაღაც დონემდე განვვითარდით და უცებ, ისევ წუმპეში აღმოვჩნდით. ალბათ, ყველა განვიკურნებით. ნაბიჯი წინ უნდა გადავდგათ არა დიადი საუბრებით, არამედ - თითოეული ადამიანის ფერისცვალებით. როგორც განდი ამბობდა, „გინდა, შეცვალო საზოგადოება? შეცვალე შენი თავი“. ჩვენთან აღმოჩნდა, რომ ვინც საზოგადოებას ცვლილებისკენ და პროგრესისკენ, ელემენტარულად, უზრდელები არიან, მათ არათუ პროგრესისკენ, არამედ ღრმა რეგრესისკენ მიჰყავთ საზოგადოება“ - განაცხადა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner