logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი: დარწმუნებული ვარ, მელიას სადღაც წიგნაკში პუტინის ნომერიც ექნება
- +

17 თებერვალი. 2021. 02:43

 

 

„ეს ადამიანები ოპოზიცია კი არა, საქართველოზე, თავიანთ სამშობლოზე მტრადმოკიდებულები არიან. ფაქტობრივად, პარალელური სტრუქტურები შექმნეს. არ აღიარებენ საქართველოს კონსტიტუციას, არ შედიან პარლამენტში, არ აღიარებენ საქართველოს პრეზიდენტს, შექმნეს საკუთარი ტელევიზიები. პოლიტიკურ სექტას სხვა რა ნიშან-თვისება გააჩნია?!“ - ამის შესახებ გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ განაცხადა.

 

ცაგარეიშვილის თქმით, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ შიდაპოლიტიკური სიტუაცია უმწვავდება, ასეთ დროს მაშველად გამოჩნდება ვინმე, „ტავარიში, გავრილოვი“. მან ასევე მიმართა გადაცემების წამყვანებს, ჰქონდათ თუ არა გავრილოვის ტელეფონის ნომერი.

 

„თქვენ იცით გავრილოვის ტელეფონი - არა, ხომ? დარწმუნებული ვარ, ნიკანორ მელიას სადღაც წიგნაკში პუტინის ნომერიც ექნება ჩაწერილი. საიდან იციან ამ ადამიანებმა, ლამის კრემლიდან, მავზოლიუმიდან ჩაერთონ უკვე რუსი პოლიტიკოსები „ტვ პირველსა“ და „მთავარს“?!“, - დასძინა ცაგარეიშვილმა.

 

მისი განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოდან გაქცეული კრიმინალი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ხატებად აღიარა და პირჯვარს მასზე იწერს.

 

ასევე, ცაგარეიშვილის თქმით, არასწორია აზრი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ ოპოზიციაა.

 

„ჩვენ გვგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ ოპოზიციაა და ის არ არის ოპოზიცია. ჩემ თავზე ძალიან მიჭირს საუბარი, ამ დარბაზში სხვები სხედან, გოგა ხაინდრავა და სხვა ჩემი თანამებრძოლები, ოპოზიცია ეს ხალხი იყო. იმ წლებში ისინი ოპონირებდნენ, რადგან თავისი სამშობლო უყვარდათ. მათ იცოდნენ, რომ ამ ადამიანების ხელისუფლებიდან მოშორება აუცილებელია. იმისათვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებიდან მოგვეშორებინა, ქვეყანას კი არ ვმტრობდით. ამ დღეების მანძილზე, ნიკანორ მელია, ვითომდა ოპონირებაში, ამ უხილავ ზღვარს ლახავს. იგი მოძულე ხდება თავისი ქვეყნის, სამშობლოსი, როდესაც ამ საშინელი მაგალითის ძალით სხვებს ეუბნება, რომ მოდით, შეიძლება ჩვენ კანონმდებლობა დავარღვიოთ. კონსტიტუცია ფეხქვეშ გავთელოთ“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner