logo_geo
eng_logo
ნონა გაფრინდაშვილი: დავით გარეჯის საქმეზე ქვეყნის წინაშე უდიდეს ღალატს აქვს ადგილი
- +

17 თებერვალი. 2021. 03:01

 

 

„რაც შეეხება დავით გარეჯის საქმეს, ჩემი აზრით, ქვეყნის წინაშე უდიდეს ღალატს აქვს ადგილი. რა თქმა უნდა, კომისიის წევრებზე იყო დიდი გავლენა და ჩვენ ვიცით, ვისგან შეიძლებოდა ყოფილიყო გავლენა. თუმცა, იმის ნაცვლად, რომ შეიმსუბუქონ მდგომარეობა და დაასახელონ ბრძანების გამცემი პირები, პირიქით, ერთ-ერთი ბრალდებული ამბობს, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული და დავით გარეჯი ჩვენ არ გვეკუთვნის. ჩემი აზრით, ეს ერთი დანაშაულისთვის მეორე დანაშაულის დამატებაა“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა განაცხადა.

 

„ეკლესიასა და პირადად ჩვენს პატრიარქს უდიდესი გავლენა აქვთ საქართველოში. პატრიარქი საოცარი პატივისცემით სარგებლობს და ყველაზე პოპულარული ადამიანია. ჩემი აზრით, ეს არ აწყობთ მათ, ვინც ასე უტევს ეკლესიას. ამ გავლენის მოშლა და არეულობის შემოტანა უნდათ. ერთადერთი კითხვა, რაც მათ შემიძლია დავუსვა - თუ თავს ასეთი შეტევის მორალურ უფლებას აძლევთ, რამე ღირებული გაკეთებული გაქვთ სახელმწიფოსთვის? არა მგონია, რომ ეს ასე იყოს. თუ ჭადრაკზე ვსაუბრობთ, ჭადრაკში კომბინაციები იმისთვის ტარდება, რომ პარტია სწრაფად დამთავრდეს და თანაც, იმის სასიკეთოდ, ვინც ამ კომბინაციას ატარებს. ამ შემთხვევაში მე არა მგონია, რომ მიზანს მიაღწიონ იმ ადამიანებმა, რომლებიც ჩვენი სახელმწიფოებრიობის ჩამონგრევას ცდილობენ. რაც შეეხება დავით გარეჯის საქმეს, ჩემი აზრით, ქვეყნის წინაშე უდიდეს ღალატს აქვს ადგილი. რა თქმა უნდა, კომისიის წევრებზე იყო დიდი გავლენა და ჩვენ ვიცით, ვისგან შეიძლებოდა ყოფილიყო გავლენა. თუმცა, იმის ნაცვლად, რომ შეიმსუბუქონ მდგომარეობა და დაასახელონ ბრძანების გამცემი პირები, პირიქით, ერთ-ერთი ბრალდებული ამბობს, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული და დავით გარეჯი ჩვენ არ გვეკუთვნის. ჩემი აზრით, ეს ერთი დანაშაულისთვის მეორე დანაშაულის დამატებაა. დღევანდელი გადასახედიდან, როდესაც მოპოვებულია ყველა სერიოზული მასალა, ამ დროს ასეთი სიტყვების გაჟღერება იმ პირველი ღალატის ტოლფასია. თუ პირადად ჩემი აზრი გაინტერესებთ, ამის მთქმელ ადამიანებს პოლიტიკოსებს ვერ ვუწოდებ. ამ საკითხზე ასეთი პოზიციის დაკავება ასევე დანაშაულებრივი ქმედებაა“, - განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner