logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: თუ კოალიციურ ფორმატში მოხდება არჩევნებზე გასვლა, გუნდი ძალიან მკაფიო მიზნების გარშემო შეიკრიბება
- +

4 მარტი. 2016. 10:24




პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ თუ კოალიციურ ფორმატში მოხდება არჩევნებზე გასვლა, გუნდი, რომელიც შეიკრიბება, შეიკრიბება ძალიან მკაფიო მიზნების გარშემო.



ეს მიზნები უპირველეს ყოვლისა დაფუძნებული იქნება ჩვენს საუკეთესო ფასეულობებზე და ტრადიციებზე და, რა თქმა უნდა, იქნება კონსესუსი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალზე.
ყველაფერი ეს ჯერ კიდევ წინ არის. ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო. არჩევნებამდე ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ კოალიციურ ფორმატში მუშაობას. თუ კოალიციაში აზრთა გარკვეული სხვადასხვაობა არსებობს და კოალიცია კიდევ იტანს ამ ტიპის სხვადასხვაობას, ჩვენ, მთავრობას გვაქვს უმნიშვნელოვანესი მიზნები მისაღწევი, უმნიშვნელოვანესი ამოცანები გადასაჭრელი და მთავრობის მონოლითურობის ხარისხი უნდა იყოს გაცილებით უფრო მაღალი. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ მაქსიმალური ფოკუსირება და კონცენტრირება იმ ამოცანებზე, რომელიც ჩვენ მოსახლეობას გააჩნია, რომელიც არის აქტუალური ჩვენი ქვეყნისთვის და ამ მიზნების მიღწევაში უნდა ვიყოთ ერთიანნი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner