logo_geo
eng_logo
NATO-ს თავდაცვის მინისტრების დღევანდელ შეხვედრაზე რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე იმსჯელებენ
- +

17 თებერვალი. 2021. 12:22

 

 

NATO-ს თავდაცვის მინისტრების დღევანდელ შეხვედრაზე რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე იმსჯელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.

 

აშშ-ის სამხედრო უწყების ცნობით, შეხვედრის პირველი სესია ფოკუსირებული იქნება ალიანსზე, ასევე შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის განმტკიცებაზე, რაც დაკავშირებულია რუსეთთან.

 

„თვალსაჩინოა, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს NATO-ს წევრებისთვის და მათ შორის აშშ-სთვის. რუსეთი სამხედრო ძალას იყენებს მიზნების მისაღწევად. ისინი იწვევენ ქაოსს და ძირს უთხრიან წლებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს. ბაიდენის ადმინისტრაცია უკვე მკაფიოდ განაცხადა, რომ ჩვენ ვიმუშავებთ რუსეთთან აშშ-ის ინტერესების წინ წასაწევად, მაგრამ ამავე დროს პასუხს ვაგებინებთ რუსეთს უგუნურ და აგრესიულ ქმედებებზე და ამ საკითხზე დისკუსიას ველოდებით NATO-ს წევრებთან“ – განაცხადეს პენტაგონში.

 

შეგახსენებთ, რომ NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა დღეს გაიმართება. მოლაპარაკებებს პირველად დაესწრება პენტაგონის ახალი მეთაური ლოიდ ოსტინი.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner