logo_geo
eng_logo
ჯეიმს აპატურაი: NATO-ს სურს დიალოგში იმ პარტნიორების ჩართვა, რომლებიც არიან შავ ზღვაზე და ზიანი მიადგათ
- +

8 ივლისი. 2016. 17:12



NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ NATO-ს სურს დიალოგის გაფართოება და ამ დიალოგში იმ პარტნიორების ჩართვა, რომლებიც არიან შავ ზღვაზე და ზიანი მიადგათ.



მისივე თქმით, ამ წუთებში კომუნიკეზე ისევ მიმდინარეობს მუშაობა, ჯერ პროექტის დონეზეა, ამიტომ დეტალურად საუბარი ჯერ შეუძლებელია.



რაც შეეხება განცხადებას, მე მქონდა პატივი, მასზე მემუშავა და მეწარმოებინა მოლაპარაკება თქვენს ელჩთან, პროცესი დასრულებული და შეთანხმებულია. საქართველო უნდა ელოდოს იმას, რაც უნდა, რომ მოსახლეობამ გაიგოს - ეს არის ბუქარესტის სამიტის ძალაში დატოვება, NATO- მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ეს უმნიშვნელოვანესი საკითხები არის განცხადებაში. საქართველოს მოქალაქეები ახალ განცხადებაში ნახავენ რამდენიმე სიახლეს, მაგალითად იმას, რომ NATO ახდენს ყურადღების კონცენტრირებას შავ ზღვაზე, ფართოვდება ინტერესი. იმ მოქმედებებიდან გამომდინარე, რასაც ადგილი ჰქონდა ყირიმში, ამ პირობებში NATO- სურს დიალოგის გაფართოება და ამ დიალოგში იმ პარტნიორების ჩართვა, რომლებიც არიან შავ ზღვაზე და ზიანი მიადგათ.

 

 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, რომ ასე ხდება, მაგრამ განცხადება დაადასტურებს, რომ დიალოგი იქნება რეგულარული და მსგავსი დიალოგი არსებობს შვედეთთან და ფინეთთანაც. არ მიყვარს სიტყვა ფორმატი. ჩვენ არ ვქმნით უწყებას, ეს იქნება ყველგან, ყველა კომიტეტში, გვინდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ საქართველო და უკრაინა ჩართული არიან დიალოგში. ყველანი ერთად უნდა ვისხდეთ დიალოგის მაგიდასთან", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner