logo_geo
eng_logo
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ინტენსიურმა თოვამ პრობლემები შექმნა
- +

17 თებერვალი. 2021. 13:05

 

 

ინტენსიურმა თოვამ, რომელიც ამ წუთებშიც გრძელდება, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში პრობლემები შექმნა. ამ ეტაპზე ელექტროენერგიის  გარეშეა დარჩენილი მცხეთის და დუშეთის მუნიციპალიტეტების ათობით სოფელი. ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

„დუშეთის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია არ მიეწოდება ჭოპორტს, ახატანს, ბულაჩაურს, მლაშეს, წითელსოფელს, ჩარგალს, თვალივს, ანანურს, ჭართალს, გუდამაყარს, დიდველს, ფასანაურს, ხეობას, ჟინვალს, არაგვისპირს, ბოდორნას, გრემისხევს.

 

ძლიერმა ნალექმა პრობლემები შექმნა კობში და გუდაურშიც, ფასანაურის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანდა 110-მეტრიანი გადამცემი  ხაზი.

 

რაც შეეხება მცხეთის მუნიციპალიტეტს, ამ დროისთვის საგურამო, შანკევანი, ბურიანი, გალავანი, ჯიღაურა, ნიჩბისი, აღდგომიაანთკარი, წილკანი, ერედა, ფრეზეთი, ქსოვრისი, ძალისი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

 

ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით პრობლემები აღმოფხვრილია ყაზბეგის და თიანეთის მუნიციპალიტეტებში.

 

ამ დროისთვის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები შემთხვევის ადგილებზე არინ გასულები, მიმდინარეობს დაზიანებული ფიდერების და ქვესადგურების აღდგენითი სამუშაოები. პრობლემის ოპერატიულად მოგვარების გამო „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ რეგიონში დამატებითი ტექნიკური ჯგუფები გაგზავნა“, - აღნიშნულია ადმინისტრაციის განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner