logo_geo
eng_logo
ჩრდილოეთ კავკასიაში ტერაქტების დაგეგმვაში ეჭვმიტანილი 19 პირი დააკავეს
- +

17 თებერვალი. 2021. 13:32

 

ჩრდილოეთ კავკასიაში ტერაქტების დაგეგმვაში ეჭვმიტანილი 19 ექსტრემისტი დააკავეს, – ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ყარაჩაი-ჩერქეზეთში, ყირიმში, კრასნოდარის მხარეში და როსტოვის ოლქში რუსეთში აკრძალული რადიკალური ტერორისტული ორგანიზაცია „ტაკფირ ვალ-ჰიჯრასს“ 19 წევრი დააკავეს, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კავკასიაში ტერაქტებს ამზადებდნენ. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ვერსიით, დაკავებულები „ურწმუნოების“ საწინააღმდეგო იდეოლოგიის პროპაგანდასა და ახალი მომხრეების გადაბირებას ახორციელებდნენ.

 

ძებნის დროს ექსტრემალური მასალის 40-ზე მეტი ასლია აღმოჩენილი. გარდა ამისა, ყარაჩაი-ჩერქეზეთის ტყეში კრიმინალების სამალავში ტყვიამფრქვევი, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები და „თვითმკვლელის“ ქამარია ნაპოვნი.

 

დაკავებულებს ექსტრემისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობა და ორგანიზება ედებათ ბრალად.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner