„რუსეთი საპარლამენტო არჩევნებში გარე ჩარევას არ დაუშვებს“, – ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებთან შეხვედრაზე გააკეთა.
„ვალდებულები ვართ, დავიცვათ არჩევანი ყველა გარე ჩარევისგან. ჩვენ ვერ და არ დავუშვებთ რუსეთის სუვერენიტეტზე თავდასხმებს“, – განაცხადა პუტინმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 2021 წელის შემოდგომაზე უნდა გაიმართოს.