logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენმა აშშ-ის მთავარი შიდა ტერორისტული საფრთხე დაასახელა
- +

17 თებერვალი. 2021. 13:35

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ქვეყნის მთავარი შიდა ტერორისტული საფრთხე დაასახელა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.

 

„თეთრი სუპრემატისტები და „კუ-კლუქს-კლანის“ წევრები აშშ-ში ყველაზე საშიში ადამიანები არიან. ვიზრუნებ იმაზე, რომ იუსტიციის სამინისტრომ ამ ადამიანებს ყურადღება მიაქციოს. თეთრი რასის უპირატესობის მომხრეები აშშ-ის მთავარი შიდა ტერორისტული საფრთხეა“, - განაცხადა ბაიდენმა.

 

თეთრი სახლის ლიდერმა ე.წ. თეთრი რასიზმის მომხრეებს „სულით ავადმყოფი და საშიში“ ხალხი უწოდა. ბაიდენის თქმით, მისი ადმინისტრაცია ამ მოძრაობის პოპულარობის ზრდაზე ყოფილი სამხედროებისა და პოლიციელების გავლენას შეისწავლის.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner