logo_geo
eng_logo
NATO ავღანეთიდან ჯარების გაყვანას განიხილავს
- +

17 თებერვალი. 2021. 16:27

 

 

NATO -ს ლიდერები ავღანეთიდან ჯარის გაყვანის საკითხს განიხილავენ. ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ამგვარი საუბარი ლიდერებს შორის პირველად შედგება. ამის შესახებ ინფორმაციას „Daily Mail“ ავრცელებს.

 

იმ შემთხვევაში, თუ აშშ სრულად დატოვებს ავღანეთს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ NATO  მის 9600 ჯარისკაცს გამოითხოვს. NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, მათ ჯარების გამოთხოვისთვის სწორი დრო უნდა შეარჩიონ. მიუხედავად ამისა, დიპლომატები აღიარებენ, რომ ამ ომს დასასრული არ უჩანს და მასში გამარჯვება შეუძლებელია.

 

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ის ჯარების ავღანეთიდან სრულად გაყვანას გეგმავდა. ქვეყანაში მხოლოდ 2500-მდე სამშვიდობო რჩება, თუმცა ახალმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, შესაძლოა მათი გაყვანის პროცესი გადადოს. მრჩეველებმა მას განუცხადეს, რომ თალიბანების მხრიდან ბოლო დროს გახშირებულმა თავდასხმებმა სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესს საფრთხე შეუქმნა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner